PROFEED Е+SELENIUM ავსებს ცხოველის რაციონს ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც საჭიროა ორგანიზმის სწორი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
PROFEED IMMUNO - ეს პრეპარატია, რომელიც აძლიერებს ფრინველების ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს. სწორი პროპორციებით საგულდაგულოდ შერჩეული ბალახეული ექსტრაქტის წყალობით, პრეპარატს გააჩნია მაღალი იმუნომასტიმულირებელი აქტივობა. PROFEED IMMUNO გააჩნია ბაქტერიოსტატიკური, ფუნგიციდური, ვირუსოსტატიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს.
PROFEED LIVER - ეს ნარევია საკვები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ერთკუჭიანთა ღვიძლის მუშაობასა და ჯანმრთელობაზე. ეხმარება ღვიძლს ნორმალურ ფუნქციონირებაში და ზრუნავს მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მცენარეთა ექსტრაქტების საგულდაგულოდ შერჩეული შემადგენლობის წყალობით, პრეპარატს გააჩნია პროფილაქტიკური და მატონიზირებელი თვისებები. PROFEED LIVER იცავს ღვიძლს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან, ამცირებს ანთების რისკს, რომელსაც იწვევენ ვირუსული ინფექციები, ხელს უშლიან უჯრედული მემბრანების დაშლას, ახდენენ ღვიძლის ახალი უჯრედების ზრდის სტიმულაციას. პრეპარატი ზრდის საკვების მონელების უნარს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ახდენს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის სტიმულაციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
პრეპარატის დახასიათება: მეფრინველეობაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სტრესი. სტრესი იწვევს წონისა და შობადობის შემცირებას. PROFEED STRESS იძლევა წონის დანაკარგების შემცირებისა და თავიდან აცილების შესაძლებლობას. შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენენ ფრინველის ნერვულ სისტემაზე. პრეპარატი გამოიყენება ფრინველისთვის სტრესულ სიტუაციაში (მაგალითად, ტრანსპორტირება, დაჭერა, მოცილება, ზოგიერთი ვეტერინარულ-ზოოტექნიკური პროცედურა). PROFEED STRESS თავიდან გვაცილებს ცოცხალი მასის დაკარგვას, ნამატის შეფერხებას, ფრინველის სხეულის მექანიკურ დაზიანებებს.
PROFEED C EXTRA - ს შემადგენლობაში შედის ყველაზე მაღალი ხარისხის ასკორბინმჟავა. ხბოების სიცოცხლის პირველ დღეებში უზრუნველყოფს ვიტამინ C - ს ოპტიმალური დოზის მიღებას. ახდენს ნერვული სისტემის სტიმულაციას, ამაგრებს სისხლძარღვთა სისტემას და ნაწლავს. ბუნებრივ პირობებში ასკორბინმჟავა სწრაფად იჟანგება, მაგრამ კომპანია PROFEED-ში გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესი თავიდან გვაცილებს დაჟანგვას და უზრუნველყოფს პრეპარატში შემავალი ვიტამინ C-ს მაღალი ხარისხის სტაბილურობას. PROFEED C EXTRA ზრდის სტრესებისადმი მდგრადობას და ეხმარება მაღალი ტემპერატურების გადატანაში. პრეპარატი გემრიელია და მას ხალისიანად ჭამენ ხბოები, რეკომენდირებულია მისი მიცემა ცხელ ამინდში. შემადგენლობაში შემავალი მეწამულისფერი ექინაცეას ექსტრაქტი ხელს უწყობს ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებას.