Shop: +995 595 790 177
E-mail: order@sps.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 51-ე კმ.

PROFEED STRESS 5ლ

135.00 
PF0001305
10 პროდუქტი;
+

პრეპარატის დახასიათება: მეფრინველეობაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სტრესი. სტრესი იწვევს წონისა და შობადობის შემცირებას. PROFEED STRESS იძლევა წონის დანაკარგების შემცირებისა და თავიდან აცილების შესაძლებლობას. შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენენ ფრინველის ნერვულ სისტემაზე. პრეპარატი გამოიყენება ფრინველისთვის სტრესულ სიტუაციაში (მაგალითად, ტრანსპორტირება, დაჭერა, მოცილება, ზოგიერთი ვეტერინარულ-ზოოტექნიკური პროცედურა). PROFEED STRESS თავიდან გვაცილებს ცოცხალი მასის დაკარგვას, ნამატის შეფერხებას, ფრინველის სხეულის მექანიკურ დაზიანებებს.

დანიშნულება: დამამშვიდებელი და ანტისტრესული პრეპარატი.

გამოყენება: ყველა სახის ფრინველებისთვის.

გამოყენების ჩვენებები: PROFEED STRESS რეკომენდირებულია გამოიყენოთ:

  • ფრინველების დასამშვიდებლად სტრესულ სიტუაციებში (დაჭერისას და ტრანსპორტირებისას);
  • თერმული სტრესის გაზრდილი რისკის პერიოდში;
  • ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკის პერიოდში ორგანიზმის რეზისტენტობის გაუმჯობესების მიზნით..

დოზირება და გამოყენების ხერხი:

პროფილაქტიკის მიზნით: 250 მლ/1000 ლიტრ სასმელ წყალზე. პრეპარატი გამოიყენეთ დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში, როგორც მინიმუმი 1-2 დღე.

ვაქცინაციის წინ: 500 მლ/1 000 ლ სასმელ წყალზე ვაქცინაციების ჩატარებამდე 5-6 საათით ადრე.

დაჭერამდე და ტრანსპორტირებამდე: 500 მლ/1000 ლ სასმელ წყალზე დაჭერამდე და ტრანსპორტირებამდე 12 საათით ადრე.

შემადგენლობა (1,0 ლ-ში):

ნედლეული: ნატრიუმის ქლორიდი (11.4.1) ( NaCl), მაგნიუმის სულფატი (11.2.3) ( MgSO4 x H2O);

ზოოტექნიკური დანამატები: სამკურნალო კატაბალახას ექსტრაქტი (СоЕ 473) 40%, სამკურნალო ბარამბოს ექსტრაქტი (СоЕ 280) 20%, ლაქოვანი ბაყაყურას ექსტრაქტი (СоЕ 551) 7%.

ანალიტიკური შემადგენლობა (1,0 ლ-ში): Na 390 მგ, Mg 350 მგ, გადაუმუშავებელი ცილა 0,4%, გადაუმუშავებელი ცხიმი 0%, გადაუმუშავებელი ბოჭკო 0%, ნესტიანი ნაცარი 0,4%, ლიზინი 0%, მეთიონინი 0%.

განკუთვნილია მხოლოდ ფრინველებისთვის.

კარენციული პერიოდი არ არის.


მწარმოებელი:
PROFEED