Shop: +995 595 790 177
E-mail: info@vilagro.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 16-ე კმ.

PROFEED NULAX 1 კგ

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
PF0001007
არ არის გაყიდვაში

PROFEED NULAX - ეს ნატურალური დანამატია, რომელიც ახდენს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის სტაბილიზაციას და გამოიყენება დიარეის შესაჩერებლად ხბოებში. შეიცავს თეთრი ტირიფისა და ყუნწიანი მუხის ქერქის ორი ექსტრაქტისაგან შემდგარ კომპოზიციას. ამ მცენარეებს გააჩნიათ მთრიმლავი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია, რომლებსაც აქვთ ძლიერი შემკვრელი თვისებები. ტანინები ქმნიან დამცავ აპკს ნაწლავის ზედაპირზე, ამცირებს რა ამით პათოგენური ბაქტერიების ზემოქმედებას ნაწლავის ლორწოვან გარსზე და ამით აჩქარებს რა რეგენერაციის პროცესებს.

PROFEED NULAX ახდენს მადის სტიმულაციას და აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ამით უმჯობესდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული სუბსტანციები ზღუდავენ ფეკალური ბაქტერიების ზრდას და თავიდან გვაცილებს გაუწყლოებას. დამატებით პრეპარატი ახდენს დიარეის გამო დაკარგული ვიტამინების შევსებას.

გამოყენება. ხბოებში.

რჩევები.

რეკომენდირებულია PROFEED NULAX-ის გამოყენება:

  • დიარეის შესაჩერებლად და მისი პროფილაქტიკისთვის;
  • გაუწყლოების დაუშვებლობის მიზნით;
  • წყალ-ელექტროლიტური ბალანსის სტაბილიზაციისთვის.

დოზირება.

  • 50-90 გ ცხოველზე დღეში.
  • პრეპარატი გამოიყენება 5-7 დღის განმავლობაში.
  • შეიძლება გაგრძელდეს გამოყენება.
  • პრეპარატი გამოიყენება სრულრაციონალურ საკვებთან შერეული ან სასმელ წყალთან დამატებული.

შემადგენლობა (1 ლ-ში)

სანედლეულო მასალა:

  • ნატრიუმის სულფატი;
  • მაგნიუმის სულფატი;
  • კალიუმის ქლორიდი;
  • დექსტროზა;
  • ნატრიუმის ქლორიდი.

ვიტამინები:

  • ვიტამინი E;
  • ვიტამინი C.

მცენარეული ექსტრაქტები:

  • თეთრი ტირიფის ქერქი;
  • ყუნწიანი მუხის ქერქი.

მჟავიანობის რეგულატორები:

  • ლიმონმჟავა.

განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის

  • კარენციული პერიოდი არ არის.

შენახვის პირობები: დაიცავით მზის სხივებისაგან, +50C-ზე დაბალი და +280C-ზე მაღალი ტემპერატურისაგან. შეინახეთ დახურულ ორიგინალურ საფუთავში.

მწარმოებელი:
PROFEED