Shop: +995 595 790 177
E-mail: info@vilagro.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 16-ე კმ.

PROFEED E SUPER 10% 0.1 კგ

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
PF0001004
არ არის გაყიდვაში

პრეპარატის დახასიათება. PROFEED E 10% SUPER ავსებს E ვიტამინის ნაკლებობას. განკუთვნილია საკვებთან ერთად მისაწოდებლად. PROFEED E 10% SUPER - ის გამოყენების წყალობით მწველავ ძროხებში მცირდება სომატური უჯრედების რაოდენობა რძეში. უკეთესი ეფექტის მისაღწევად პრეპარატი უნდა შევიტანოთ კვების რაციონში ხბოს მოგებამდე 10 დღით ადრე ლაქტაციის პირველ თვეში. პრეპარატი ზრდის ნაყოფიერებას, ამზადებს ცხოველის ორგანიზმს მაკეობის მდგომარეობისთვის და აუმჯობესებს შობადობის მაჩვენებლებს. ეხმარება მაკეობის შენარჩუნებაში მაკე ძროხებში და ახდენს ანტისხეულების გამომუშავების სტიმულაციას.

გამოყენება. მაწოვარი ძროხები, მრპ-ს მოზარდეული, გასასუქებელი მოზარდეული.

რჩევები. პრეპარატი PROFEED E 10% SUPER რეკომენდირებულია მაწოვარ ძროხებში, მრპ-ს მოზარდეულში, გასასუქებელი მრპ-ში გამოსაყენებლად:

· ძროხების ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად;

· ცხოველების ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობის შესავსებად;

· რძეში სომატური უჯრედების რაოდენობის ზრდის შესაზღუდად.

დოზირება

ხბო: 0,5-1,0 გ ერთ ცხოველზე დღეში

მოზარდეული: 15,0-20,0 გ ერთ ცხოველზე დღეში. დაიწყეთ პრეპარატის გამოყენება მშობიარობამდე 10 დღით ადრე და განაგრძეთ გამოყენება ლაქტაციის პირველ თვეში. გამოყენების წინ საკვები უნდა შეურიოთ საკვებში.

შემადგენლობა (1 ლ-ში)

სანედლეულო მასალა:

  • დოლომიტი;
  • ნატრიუმის ქლორიდი.

ვიტამინები:

  • ვიტამინი E

მინერალური სუბსტანციები:

  • Ca
  • Mg


მწარმოებელი:
PROFEED