Shop: +995 595 790 177
E-mail: info@vilagro.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 16-ე კმ.

PROFEED LIVER 5 ლ

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
PF0001205
არ არის გაყიდვაში

პრეპარატის დახასიათება: PROFEED LIVER - ეს ნარევია საკვები და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ერთკუჭიანთა ღვიძლის მუშაობასა და ჯანმრთელობაზე. ეხმარება ღვიძლს ნორმალურ ფუნქციონირებაში და ზრუნავს მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მცენარეთა ექსტრაქტების საგულდაგულოდ შერჩეული შემადგენლობის წყალობით, პრეპარატს გააჩნია პროფილაქტიკური და მატონიზირებელი თვისებები. PROFEED LIVER იცავს ღვიძლს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან, ამცირებს ანთების რისკს, რომელსაც იწვევენ ვირუსული ინფექციები, ხელს უშლიან უჯრედული მემბრანების დაშლას, ახდენენ ღვიძლის ახალი უჯრედების ზრდის სტიმულაციას. პრეპარატი ზრდის საკვების მონელების უნარს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ახდენს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის სტიმულაციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

დანიშნულება: იცავს ღვიძლს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

გამოყენება: ყველა სახის ს/ს ფრინველი და საწარმოო ჯგუფები

გამოყენების ჩვენებები: PROFEED LIVER რეკომენდირებულია

ღვიძლის სწორი ფუნქციონირების დარღვევისას (ინფექციისას, ინტოქსიკაციისას);),

ანტიბიოტიკებით ინტენსიური მკურნალობის შემდეგ;

საკვებში ცხიმების მაღალი დოზების შემთხვევაში;

პროფილაქტიკის მიზნით, საკვებში მიკოტოქსინების არსებობაზე ეჭვის მიტანისას;

როგორც ფრინველების კვებითი რაციონის მუდმივი შემადგენელი ნაწილი.

დოზირება და გამოყენების ხერხი: 0,5-1,0 / 1000 ლ სასმელ წყალზე დღეში 8-12 საათზე, მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. საჭიროებისას - გაიმეორეთ.

შემადგენლობა (1,0 ლ-ში):

ნედლეული: ნატრიუმის ქლორიდი (11.4.1) (NaCl), მაგნიუმის სულფატი (11.2.3) (MgSO4 x H2O);

დიეტური დანამატები: ვიტამინები: ქოლინი (3а890) 7 500 მგ (ქოლინის ქლორიდი); ამინომჟავები: ბეტაინი (3a925) 20 000 მგ, კარნიტინი (3a910) 10 500 მგ.

ზოოტექნიკური დანამატები: სამკურნალო ბაბუაწვერას ექსტრაქტი (СоЕ 447) 10%, ესპანური არტიშოკის ექსტრაქტი (СоЕ 565) 10%, ლაქოვანი ბაყაყურას ექსტრაქტი (СоЕ 551) 10%, ჩვეულებრივი ქრისტესისხლას ექსტრაქტი (СоЕ 122) 4%, გრძელი კურკუმას ექსტრაქტი (СоЕ 163) 2%.

ანალიტიკური შემადგენლობა (1,0 ლ-ში): Na 390 მგ, გადაუმუშავებელი ცილა 1,8%, გადაუმუშავებელი ცხიმი 0%, გადაუმუშავებელი ბოჭკო 0%, ნესტიანი ნაცარი 0,2 %, ლიზინი 0%, მეთიონინი 0%.

განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის

კარენციული პერიოდი არ არის.

შენახვის პირობები: დაიცავით სინოტივისაგან, მზის სხივებისაგან, +50C-ზე დაბალი და +280C-ზე მაღალი ტემპერატურისაგან. შეინახეთ დახურულ ორიგინალურ საფუთავში.



მწარმოებელი:
PROFEED