Shop: +995 595 790 177
E-mail: info@vilagro.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 16-ე კმ.

PROFEED E+SELENIUM 1 ლ

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
PF000901
არ არის გაყიდვაში

პრეპარატის დახასიათება: PROFEED Е+SELENIUM ავსებს ცხოველის რაციონს ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც საჭიროა ორგანიზმის სწორი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ვიტამინი E, სელენისა და მცენარეული ექსტრაქტების სინერგიული მოქმედება, რომლებიც შედიან პრეპარატში, არეგულირებენ ენერგიის ცვლას ორგანიზმში და მეტაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში, რაც დადებით გავლენას ახდენს კუნთოვანი ქსოვილის ფიზიოლოგიური უნარის შენარჩუნებაზე. ამის შედეგად მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი და კუნთების დეგენერაცია (თეთრი კუნთები). PROFEED Е+SELENIUM აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ იმუნურ და ანთების საწინააღმდეგო დაცვას, ახდენს ჰორმონალური სისტემის სტიმულაციას მოქმედებაზე, აგრეთვე, დადებით გავლენას ახდენს ფრინველების გამრავლების პროცესზე. პრეპარატის გამოყენება ხელს უწყობს ფრინველის პროდუქტიულობის ზრდას, ხორცის ხარისხს.

დანიშნულება: თავიდან გვაცილებს განივ-ზოლიანი კუნთების ინფარქტს.

გამოყენება: ყველა სახის ს/ს ფრინველი და საწარმოო ჯგუფები

გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი PROFEED Е+SELENIUM რეკომენდირებულია გამოსაყენებლად ყველა სახის ს/ს ფრინველში:

უეცარი ინფარქტების (მათ შორის მასიური ინფარქტების) თავიდან ასაცილებლად;

პროფილაქტიკის მიზნით ვიტამინ E-სა და სელენის ნაკლებობისას ფრინველის ორგანიზმში;

დიდი კუნთოვანი დაძაბულობისას (ტრანსპორტირება).

დოზირება და გამოყენების ხერხი:

ს/ს ფრინველი: 100-200 მლ на 1000 ლ სასმელ წყალზე. გამოიყენეთ პრეპარატი დღეში 6-12 საათი, 3-5 დღის განმავლობაში.

შემადგენლობა (1,0 ლ-ში):

დიეტური დანამატები: ვიტამინები: ვიტამინი Е (3а700) 100 000 მგ (აცეტატის DL-α-ტოკოფეროლი); მიკროელემენტები: Se (E8) 6 000 მგ (ნატრიუმის სელენიტი).

ზოოტექნიკური დანამატები: ჩვეულებრივი თავშავას ექსტრაქტი (СоЕ 317) 4%, სამკურნალო ბარამბოს ექსტრაქტი (СоЕ 280) 4%, გრძელი ყურყუმის ექსტრაქტი (СоЕ 163) 1%

ანალიტიკური შემადგენლობა (1,0-ში): გადაუმუშავებელი ცილა 0%, გადაუმუშავებელი ცხიმი 0%, გადაუმუშავებელი უჯრედისი 0%, ნესტიანი ნაცარი 0%, ლიზინი 0%, მეთიონინი 0%.

განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის

კარენციული პერიოდი არ არის.

შენახვის პირობები: დაიცავით სინოტივისაგან, მზის სხივებისაგან, +50C-ზე დაბალი და +280C-ზე მაღალი ტემპერატურისაგან. შეინახეთ დახურულ ორიგინალურ საფუთავში.



მწარმოებელი:
PROFEED