Shop: +995 595 790 177
E-mail: info@vilagro.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 16-ე კმ.

PROFEED AD3EK 1 ლ

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
PF000601
არ არის გაყიდვაში

პრეპარატის დახასიათება: PROFEED AD3EK ფრინველის ორგანიზმში ავსებს ცხიმებში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობას. PROFEED AD3EK აძლიერებს ორგანიზმის ნატურალურ დამცავ მექანიზმებს, რის წყალობითაც ზრდის ცხოველების ფიზიკურ რეზისტენტობას ინფექციებისადმი, არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის პროცესებს, ინარჩუნებს ამ მინერალური ნივთიერებების სწორ დონეს სისხლში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას. პრეპარატი ახდენს ანტიდამჟანგავ მოქმედებას, დაჟანგვისაგან იცავს გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს. გააჩნია ანტიტოქსიკური მოქმედება უჯრედული მეტაბოლიზმის დონეზე. PROFEED AD3EK დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, გულისა და კუნთოვანი სისტემის მუშაობაზე, აუმჯობესებს სისხლის შედედების პროცესს.

დანიშნულება: ფრინველის მაღალი რეზისტენტობა და მდგრადობა დაავადებებისადმი.

გამოყენება: ს/ს ფრინველის ყველა ტექნოლოგიური ჯგუფი.

გამოყენების ჩვენებები:

• ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაკლებობისას ფრინველის ორგანიზმში;

• ს/ს ფრინველის ინტენსიური ზრდის დროს;

•კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევისას ს/ს ფრინველის ორგანიზმში;

• ინფექციების განვითარების გაზრდილი რისკის პერიოდში ს/ს ფრინველის რეზისტენტობის სტიმულირებისთვის.

დოზირება და გამოყენების ხერხი:

ს/ს ფრინველი: 100-150 მლ 1000 ლ სასმელ წყალზე. გამოიყენეთ 8-12 საათი დღეში, 3-5 დღე.

შემადგენლობა: (1,0 ლ-ში)

დიეტური დანამატები: ვიტამინები: ვიტამინი A (3a672) 25 000 000 სე (რეტინოლის პროპიონატი), ვიტამინი D3 (E671) 2 000 000 სე (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი Е (3a700) 15 000 მგ (ტოკოფეროლის აცეტატი), ვიტამინი К3 3000 მგ (მენადიონი);

ზოოტექნიკური დანამატები: ცეილონის დარიჩინის ეთერზეთი (СоЕ 133) 2 000 მგ.

ანალიტიკური შემადგენლობა (1,0 ლ-ში): გადაუმუშავებელი ცილა 0%, გადაუმუშავებელი ცხიმი 0%, გადაუმუშავებელი უჯრედანა 0%, ნესტიანი ნაცარი 9,2%, ლიზინი 0%, მეთიონინი 0%.

განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის. კარენციული პერიოდი არ არის.


მწარმოებელი:
PROFEED