Shop: +995 595 790 177
E-mail: info@vilagro.ge
საქართველო, თბილისი, კახეთის გზატკეცილი 16-ე კმ.

PROFEED C EXTRA 2 კგ

ფასის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშრდეთ
PF0001003
არ არის გაყიდვაში

პრეპარატი PROFEED C EXTRA - ს შემადგენლობაში შედის ყველაზე მაღალი ხარისხის ასკორბინმჟავა. ხბოების სიცოცხლის პირველ დღეებში უზრუნველყოფს ვიტამინ C - ს ოპტიმალური დოზის მიღებას. ახდენს ნერვული სისტემის სტიმულაციას, ამაგრებს სისხლძარღვთა სისტემას და ნაწლავს. ბუნებრივ პირობებში ასკორბინმჟავა სწრაფად იჟანგება, მაგრამ კომპანია PROFEED-ში გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესი თავიდან გვაცილებს დაჟანგვას და უზრუნველყოფს პრეპარატში შემავალი ვიტამინ C-ს მაღალი ხარისხის სტაბილურობას. PROFEED C EXTRA ზრდის სტრესებისადმი მდგრადობას და ეხმარება მაღალი ტემპერატურების გადატანაში. პრეპარატი გემრიელია და მას ხალისიანად ჭამენ ხბოები, რეკომენდირებულია მისი მიცემა ცხელ ამინდში. შემადგენლობაში შემავალი მეწამულისფერი ექინაცეას ექსტრაქტი ხელს უწყობს ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერებას.

გამოყენება. მრპ-ის ყველა ჯგუფში.

რჩევები

პრეპარატ PROFEED C EXTRA-ს გამოყენება რეკომენდირებულია მრპ-ის ყველა ტექნოლოგიურ ჯგუფში:

  • თერმული სტრესის გაზრდილი რისკის პერიოდში;
  • ორგანიზმის გადახურების შემდეგ (სიცხის დროს, ტრანსპორტირებისას ან ვენტილაციის სისტემის მუშაობის დარღვევისას);
  • ინფექციის განვითარების გაზრდილი რისკის პერიოდში ცხოველის ორგანიზმის რეზისტენტობის გაუმჯობესების მიზნით.

დოზირება. პრეპარატი გამოიყენება 1,0-1,0 გ ერთ ცხოველზე დღეში 2-5 დღის განმავლობაში.

გამოყენების წინ პრეპარატი უნდა ავურიოთ სასმელ წყალში ან სრულრაციონიან საკვებში.

შემადგენლობა (1 ლ-ში):

სანედლეულო მასალა:

  • დექსტროზა;
  • საქაროზა.

ვიტამინები:

  • ვიტამინი C.

მცენარეული ექსტრაქტი:

მეწამულისფერი ექინაცეა.

განკუთვნილია მხოლოდ ცხოველებისთვის

  • კარენციული პერიოდი არ არის.

შენახვის პირობები: დაიცავით მზის სხივებისაგან, +50C-ზე დაბალი და +250C-ზე მაღალი ტემპერატურისაგან. შეინახეთ დახურულ ორიგინალურ საფუთავში.

მწარმოებელი:
PROFEED